Saturday, August 25, 2018

ტრენინდის მესამე დღის რეფლექსია

შემიძლია ვთქვა რომ ტრენინგის ყოველი ახალი დღე უფროდაუფრო საინტერესოა.გეგმის შაბლოNში შევიტანეთ სტანდარტები შევიმუშავეთ და ერთმანეთს გაუზიარეთ მიზნები.შესწორებები მივიღეთ ერთმანეთისგან.ვისწავლეთ კითხვის სწორად დასმა. უკვე შეგვიძლია ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვების კარგად გარჩევა
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რატომ ხართ ასეთი
თემატური კითხვები
რა უნდა გავაკეთო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად?
რა ახდენს გავლენას ჩვენს ინდივიდუალობაზე - დნმ თუ გარემო?
დაავადებები გარდაუვალია?
დაავადებების პრევენცია ნამდვილად საუკეთესო გამოსავალია?

შინაარსობრივი კითხვები
რა არის ორგანიზმის თითოეული სასიცოცხლო სისტემის ფუნქციები? რა დაავადებები ახასიათებთ?
როგორ განისაზღვრება ესა თუ ის დაავადება?
რა სარგებელს ვიღებთ ფიზიკური ვარჯიშისგან?

1 comment:

  1. მაიკო, ზოგადი კითხვა ძალიან მომეწონა, მოსწავლეებში დიდ ინტერეს გამოიწვევს....
    ჩემი აზრით შინაარსობრივი კითხვებიდან პირველი კითხვა უფრო ახლოს უნდა იყოს თემასთან...

    ReplyDelete

resursi 3